Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

დიზაინერები
By fashionadmin
May 19, 2025გიორგი ქებურიაკაილი ჯენერი

კაილი ჯენერს ახალ ფოტოსესიაში KEBURIA-ს მაისური აცვია

Posts Horizontal

კაილი ჯენერმა Kylie Cosmetics-ის ახალი ბლაში ფოტოსესიით წარადგინა, რომლის სახე თავად ჯენერია. ფოტოებში კაილის ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მოდის სახლის მაისური აცვია, 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გიორგი ქებურიას კოსტიუმები მსოფლიო ვარსკვლავებზე ვიხილეთ. KEBURIA-ს მოდის სახლის სამოსი სხვადასხვა დროს მოირგეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, პერის ჰილტონი, მაილი საირუსი და სხვები.

2025 წლის თებერვალში KEBURIA-მ პირველად წარადგინა კოლექცია საერთაშორისო მოდის კვირეულის ფარგლებში –მისი დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე შედგა. ქებურიას ექსპერიმენტული, ავანგარდული და ამავდროულად რომანტიკული ხედვა კოლექციაში საინტერესოდ გამოვლინდა.