Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

Uncategorized
By fashionadmin
Apr 15, 2025

ოფიციალურად, Hermès უფრო ძვირადღირებული კომპანიაა, ვიდრე LVMH

Posts Horizontal

ძვირადღირებული მოდის ევროპულ ბაზარს ახალი ლიდერი ჰყავს. ოფიციალურად, Hermès უფრო ძვირადღირებული კომპანიაა, ვიდრე LVMH. 2025 წლის 15 აპრილის მონაცემებით, Hermès-ის საბაზარო ღირებულება 247 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო LVMH-ის – 246 მილიარდ ევროს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა არ არის ძალიან დიდი, Hermès-ის შედეგი მაინც განსაცვიფრებელია.

LVMH აერთიანებს 70-მდე კომპანიას, მათ შორის Louis Vuitton-ს, Dior-ს, Tiffany & Co. -ს და Sephora-ს, Hermès კი მონობრენდული კონგლომერატია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ბრენდი – Hermès ახლა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე LVMH -ის 70-მდე კომპანია ჯამში.

აღსანიშნავია, რომ LVMH-ის აქციებზე ფასების ვარდნა და მისი საბაზრო ღირებულების 7%-ით კლება 2025 წლის პირველი კვარტლის ფინანსურმა რეპორტმა განაპირობა. ახლადგავრცელებული ანგარიშებიდან ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში, კონგლომერატის გაყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები 2%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, სინამდვილეში – 5%-ით შემცირდა.

More in Uncategorized

ჰარი სტაილსმა სექს-სათამაშოები გამოუშვა
Charles & Keith x PH5 – ახალი კოლაბორაციული კოლექცია საქართველოშიც ხელმისაწვდომია
კენდალ ჯენერი, ჰანტერ შაფერი და ტროი სივანი Prada-ს ახალი კამპანიის სახეები არიან
„ფიფქიას“ ეკრანიზაცია Disney-ს ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროექტია