Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

დიზაინერები
By fashionadmin
May 7, 2025

2025 წლის Met Gala -ზე რეკორდული – 31 მილიონი დოლარი შეგროვდა

Posts Horizontal

ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს, მოდისა და პოპ-კულტურის ცნობილი სახეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში შეიკრიბდნენ. “მეტ გალამ” წელსაც ჩვეული ხმაურით ჩაიარა.

Met Gala-ს ღონისძიებით, მეტროპოლიტენის მუზეუმის სპეციალური განყოფილების, კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური გამოფენა იხსნება. წლევანდელი თემაა – Superfine: Tailoring Black Style – მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, შავკანიანთა სტილის ევოლუცია, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა დენდიზმის კონტექსტში. Vogue განმარტავს: ““Black dandyism” – შავკანიან მამაკაცთა ჩაცმის სტილი, მათთვის დამახასიათებელი მანერები და ქცევის ნორმები, რაც მე-18 საუკუნიდან, აფრიკული და ევროპული სტილისა და ტრადიციების გადაკვეთით ჩამოყალიბდა.”

ახლახან, ამერიკულმა პრესამ დაადასტურა, რომ 2025 წლის Met Gala, ღონისძიების ისტორიაში, ყველაზე შემოსავლიანი იყო – რეკორდული 31 მილიონი დოლარი შეგროვდა.

2025 წლის Met Gala -ს თანაორგანიზატორები: კოლმან დომინგო, ეისაპ როკი, ლუის ჰამილტონი, ფარელ უილიამსი და ანა ვინტური

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, Met Gala ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, კოსტიუმების განყოფილების ფონდის მხარდასაჭერად შეიქმნა. ეს არის საქველმოქმედო ღონისძიება, რომელმაც სანახაობრივი გალა წვეულების სახე 1970-იან წლებიდან მიიღო. დროთა განმავლობაში, იზრდებოდა “მეტ გალას” მასშტაბები და იერსახე, თუმცა მისი, როგორც საქველმოქმედო წვეულების, მიზანი არ შეცვლილა.

2025 წლის Met Gala -ს ორგანიზატორები იყვნენ: ანა ვინტური, ლუის ჰამილტონი, ეისაპ როკი, ფარელ უილიამსი, კოლმან დომინგო და ლებრონ ჯეიმსი. ლებრონ ჯეიმსი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღონისძიებას ვერ დაესწრო.

More in დიზაინერები

Iris Van Herpen – ბუნების და ადამიანის მეტამორფოზა მაღალ მოდაში
მარია გრაცია ქიური Dior -ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს
პიერპაოლო პიჩოლი: Balenciaga-ს ახალი დიზაინერი – რა უნდა იცოდეთ
ბერნარ არნომ ჯონათან ანდერსონი Dior-ის კაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად წარადგინა
ვინ არის დარიო ვიტალე? Versace-ს ახალი დიზაინერი
Victoria’s Secret-ს ახალი შემოქმედებითი დირექტორი ჰყავს
Chanel, Gucci, Versace – მოდის ინდუსტრია დრამატული ცვლილებების მოლოდინში