Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

დიზაინერები
By fashionadmin
May 29, 2025

მარია გრაცია ქიური Dior -ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

Posts Horizontal

9 წლის შემდეგ, Dior -ის ქალის ხაზის ტანისამოსის, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების შემოქმედებითი დირექტორი მარია გრაცია ქიური ფრანგულ ბრენდს ტოვებს. სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ. გასული თვეების განმავლობაში, მოდის პრესა აქტიურად წერდა Dior -ში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

ხმები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირლანდიელი დიზაინერი, ჯონათან ანდერსონი Dior -ის მოდის სახლთან იწყებს თანამშრომლობას.

2016 წელს, მარია გრაცია ქიური Dior -ის პირველი ქალი შემოქმედებითი დირექტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით, ბრენდის შემოსავალი თითქმის სამჯერ გაიზარდა. Dior -ში ისტორიული ეპოქის დაწყებამდე, ქიური Valentino-ს მოდის სახლის შემოქმედებითი თანადირექტორი იყო, პიერპაოლო პიჩოლისთან ერთად.

იტალიელი დიზაინერის ხელმძღვანელობით, Dior -მა ბოლო კოლექცია ორი დღის წინ, რომში, ქიურის მშობლიურ ქალაქში წარადგინა.

More in დიზაინერები

Iris Van Herpen – ბუნების და ადამიანის მეტამორფოზა მაღალ მოდაში
პიერპაოლო პიჩოლი: Balenciaga-ს ახალი დიზაინერი – რა უნდა იცოდეთ
2025 წლის Met Gala -ზე რეკორდული – 31 მილიონი დოლარი შეგროვდა
ბერნარ არნომ ჯონათან ანდერსონი Dior-ის კაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად წარადგინა
ვინ არის დარიო ვიტალე? Versace-ს ახალი დიზაინერი
Victoria’s Secret-ს ახალი შემოქმედებითი დირექტორი ჰყავს
Chanel, Gucci, Versace – მოდის ინდუსტრია დრამატული ცვლილებების მოლოდინში