Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

ფერთა ჰარმონია და ბალანსი Parfois -ის კოლექციებში – ბრენდის ახალი ღონისძიება ბათუმში გაიმართა
მაღაზიები
By fashionadmin
Aug 5, 2025featured

ფერთა ჰარმონია და ბალანსი Parfois -ის კოლექციებში – ბრენდის ახალი ღონისძიება ბათუმში გაიმართა

Posts Horizontal

ტანისამოსი, სილუეტი და რა თქმა უნდა ფერები არის ის, რაც პირველ ემოციას იწვევს, როცა ხალხთან ინტერაქციაში შევდივართ, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ბუნება თავისთავად მრავალფეროვანი და ნათელია. 31 ივლისს, ბათუმში, ყველასთვის საყვარელი პორტუგალიური ბრენდის, Parfois -ის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც Fashionholics Online-ის გუნდიც ვესწრებოდით.

“პარფუა” ცნობილია ჰარმონიული, ნათელი და ფემინური კოლექციებით, რომლებიც მომხმარებლები სტილს და კომფორტს იდეალური ბალანსით სთავაზობს. ბრენდს ირჩევენ ქალები, რომლებიც მოდის ესთეტიკურ მხარეს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ამავდროულად, საკმაოდ აქტიური ყოველდღიური ცხოვრების წესი აქვთ. ეს არ არის ბრენდი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ყურადღების მიღმა ყოფნას ამჯობინებს. ტანისამოსის ფერადოვნება თუ აქსესუარების მკვეთრი ფორმები, Parfois -ის მომხმარებელი ბუნებრივად იქცევს ყურადღებას.

ბათუმში გამართულმა ღონისძიამ ბრენდის სტილი და იდენტობა საკმაოდ კრეატიული და საინტერესო ფორმით წარმოაჩინა. “ფერების ანალიტიკა არის პროცესი რომელიც გეხმარება დაადგინო შენი ტანისამოსის, თმის, მაკიაჟის ფერების პალიტრა” – აღნიშნა ფერების ანალიტიკოსმა, მაკო ლაბაძემ, რომელიც ძაზლედ სიმბოლურად, Parfois -ის საღამოს სტუმარი გახლდათ. ფერების სწორი ანალიტიკა და ცოდნა თუ რომელი ტონალობა წარმოგაჩენს საუკეთესოდ, კომპანიებისთვის მოდის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილია, მომხმარელებისთვის კი – ერთგვარი გარანტია, რომ შეძენილ ნივთს პრაქტიკაშიც კარგად გამოვიყენებთ.

საღამოს მოდელები, ინფლუენსერები და ის ქალები ესწრებოდნენ, რომლებიც თავიანთი სტილით ბრენდის ესთეტიკას წარმოაჩენენ. ყველა სტუმარს შესაძლებლობა გვქონდა პროფესიონალი ფერების ანალიტიკოსის მასტერკლასს დავსწრებოდით და თავადაც გამოგვეცადა, თუ რამდენად სწორად აღვიქვამთ და ვირჩევთ ფერებს, რომლებიც ჩვენს გარეგნულ სილამაზესა თუ შინაგან სამყაროს ყველაზე კარგად გამოჰკვეთს. Parfois -ის მრავალფეროვანი კოლექციები ექსპერიმენტების საშუალებას ნამდვილად იძლეოდა. არ აქვს მნიშვნელობა, უფრო თბილ ფერებს იხდენთ, ცივს თუ პასტელურს, ღონისძიებაზე, რომელსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვესწრებოდით, ბრენდის კოლექციაში ყველასთვის მოიძებნა შესაფერისი ტანისამოსი და აქსესუარები.

მასტერკლასის პარალელურად, ფერების ემოციურ დატვირთვასა და მნიშვნელობაზე ანი ანთაძემ ისაუბრა, რომელმაც მოგვიანებით, მანიფესტაციის საინტერესო ვორკშოფიც შემოგვთავაზა. როგორ მოქმედებს ფერები ადამიანების ენერგიებზე, ქცევებსა თუ გადაწყვეტილებებზე, ეს ის საკითხია, რაც მოდის ტენდენციების მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენია.

Parfois-ს ქართულ ბაზარზე Cenomi Retail Group წარადგენს, რომელიც ცნობილია ორიგინალური კამპანიებით, აქტივობებითა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის განსაკუთრებული გზებით. ბრენდის მაღაზიებს კი, თბილისსა და ბათუმში შეხვდებით, თბილისი მოლის და სითი მოლის გლდანის სივრცეებში, ხოლო ბათუმში – გრანდ მოლში.

More in მაღაზიები

Profbeauty გირჩევთ: თმის მოვლის 7 პროდუქტი თქვენი ყოველდღიური რუტინის სრულყოფისთვის
Profbeauty გირჩევთ: თმის მოვლის 7 პროდუქტი თქვენი ყოველდღიური რუტინის სრულყოფისთვის
სალონის ეფექტი სახლის პირობებში – ჩვენი რეკომენდაციები Profbeauty-ის კატალოგიდან
სალონის ეფექტი სახლის პირობებში – ჩვენი რეკომენდაციები Profbeauty-ის კატალოგიდან
ზაფხულის ფერადი კოლექცია   Parfois-ში
ზაფხულის ფერადი კოლექცია Parfois-ში
Charles & Keith x PH5 – ახალი კოლაბორაციული კოლექცია საქართველოშიც ხელმისაწვდომია
Summer’s Calling – CHARLES & KEITH-მა ბათუმში საზაფხულო კამპანია წარადგინა
Meraki საერთაშორისო ბაზარზე – როგორ მიიპყრო საქართველოში დაფუძნებულმა ბრენდმა გლობალური ყურადღება
რა უნდა იცოდეთ დავით გიორგაძის ახალი წიგნის შესახებ, რომელიც They Said Books -მა გამოსცა
KREUZBERGKINDER — ბერლინური კულტურით შთაგონებული სათვალის ბრენდი  Afflelou Paris-ის ქსელში