Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

მაღაზიები
By fashionadmin
Jul 2, 2025CenomiCHARLES & KEITHfeatured

Summer’s Calling – CHARLES & KEITH-მა ბათუმში საზაფხულო კამპანია წარადგინა

Posts Horizontal

საზაფხულო სამოსი ფერადოვნებასთან, სიმსუბუქესთან და თავისუფლებასთან ასოცირდება. სამოსი, რომელსაც ცხელ დღეებში, მოგზაურობისას, ქალაქის ქუჩებში სეირნობისას ანდაც ზღვისპირას დასასვენებლად ვირჩევთ, კომფორტული და პრაქტიკული უნდა იყოს.

CHARLES & KEITH-ის კოლექცია, რომელიც ფემინური სტილით და პასტელური ფერებით ხასიათდება, იდეალურად ერგება საზაფხულო განწყობას. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ზღვის კურორტზე – ბათუმში CHARLES & KEITH-მა თავის ერთგულ მომხმარებლებს საჩუქარი გაუკეთა და კამპანია Summer’s Calling წარადგინა, რომელსაც Fashionholics Online-ის გუნდიც ესწრებოდა.

კამპანიის ფარგლებში, CHARLES & KEITH-მა ბათუმის მაღაზიაში ზაფხულის განწყობა გააცოცხლა. მაღაზიის სივრცე გაფორმებული იყო ისე, რომ ყველა დეტალი ურბანული და სანაპირო ესთეტიკის სინთეზს ასახავდა და სეზონურ განწყობას უსვამდა ხაზს. კამპანია ინტერაქციულ აქტივობასაც მოიცავდა – მაღაზიის სტუმრებს ბრენდი გამაგრილებელი ნაყინით გაუმასპინძლდა, რამაც შოპინგი კიდევ უფრო სახალისო და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცია.

CHARLES & KEITH-ის ახალი, საზაფხულო კოლექცია ბრენდის სახასიათო ხელწერას ინარჩუნებს. ფერადოვნებისა და თამამი დიზაინის მიუხედავად, თითოეული მოდელი დახვეწილია. კოლექცია აერთიანებს ფეხსაცმელებსა და ჩანთებს, რომლებიც 2025 წლის საზაფხულო ტრენდებს მიჰყვება.

რაც შეეხება კამპანიებს, ბრენდის ქართული წარმომადგენლობა მუდმივად ცდილობს ახლო კავშირი ჰქონდეს თავის მომხმარებელთან, უკეთ გაიცნოს ისინი, რაც ბრენდის წარმატებას თავისთავად განსაზღვრავს.

დღეს, როცა მოდის კონკურენტულ ბაზარზე ციფრული მარკეტინგი მთავარ ინსტრუმენტად იქცა, ფიზიკური ღონისძიებებისა და ინტერაქციული კამპანიების საჭიროება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მომხმარებელს სურს მეტი იცოდეს ბრენდის ფასეულობებისა და იმ გუნდის ხედვის შესახებ, რომელიც მის უკან დგას. სწორედ ეს მიდგომა და მომხმარებლის უკეთ გაცნობის სურვილი გამოიკვეთა CHARLES & KEITH-ის კამპანიაში Summer’s Calling. 

CHARLES & KEITH-ის ოფიციალური ქართული წარმომადგებლობა კვლავაც აგრძელებს აქტივობებს, კოლექციების ორიგინალური ფორმით წარდგენის კამპანიებს და მომხმარებელს უახლოეს მომავალში, კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

More in მაღაზიები

Profbeauty გირჩევთ: თმის მოვლის 7 პროდუქტი თქვენი ყოველდღიური რუტინის სრულყოფისთვის
Profbeauty გირჩევთ: თმის მოვლის 7 პროდუქტი თქვენი ყოველდღიური რუტინის სრულყოფისთვის
ფერთა ჰარმონია და ბალანსი Parfois -ის კოლექციებში – ბრენდის ახალი ღონისძიება ბათუმში გაიმართა
ფერთა ჰარმონია და ბალანსი Parfois -ის კოლექციებში – ბრენდის ახალი ღონისძიება ბათუმში გაიმართა
სალონის ეფექტი სახლის პირობებში – ჩვენი რეკომენდაციები Profbeauty-ის კატალოგიდან
სალონის ეფექტი სახლის პირობებში – ჩვენი რეკომენდაციები Profbeauty-ის კატალოგიდან
ზაფხულის ფერადი კოლექცია   Parfois-ში
ზაფხულის ფერადი კოლექცია Parfois-ში
Charles & Keith x PH5 – ახალი კოლაბორაციული კოლექცია საქართველოშიც ხელმისაწვდომია
Meraki საერთაშორისო ბაზარზე – როგორ მიიპყრო საქართველოში დაფუძნებულმა ბრენდმა გლობალური ყურადღება
რა უნდა იცოდეთ დავით გიორგაძის ახალი წიგნის შესახებ, რომელიც They Said Books -მა გამოსცა
KREUZBERGKINDER — ბერლინური კულტურით შთაგონებული სათვალის ბრენდი  Afflelou Paris-ის ქსელში