ზაფხული ის სეზონია, როცა სამოგზაუროდ და დასასვენებლად ვემზადებით. ამ მზადების ერთ-ერთი მთავარი ეტაპი კი ე.წ. კაპსულა გარდერობის შექმნაა, რომელიც ერთდროულად იქნება ფერადი, ტრენდული, სეზონზე მორგებული და, რაც მთავარია – პრაქტიკული. სწორედ ასეთ კოლექციებს გვთავაზობს პორტუგალიური ბრენდი Parfois, რომელიც 2022 წელს ახალი კონცეფციით დაბრუნდა საქართველოს ბაზარზე.
„პარფუას“ საქართველოში ოპერირებას უწევს Cenomi Retail Georgia – კომპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად წარადგენს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიც არის: Zara, Mango, Massimo Dutti, Oysho, Kiko Milano და სხვა.
Parfois 1994 წელს, პორტუგალიაში დაარსდა. მისი საწყისი მიმართულება ჩანთები იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ბრენდის პროდუქცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეს Parfois მომხმარებელს სთავაზობს მრავალკომპონენტიან კოლექციებს, რომლებიც მოიცავს ტანსაცმელს, აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და სხვა საჭირო ნივთებს. ბრენდის ესთეტიკას მჭიდრო კავშირი აქვს მის წარმომავლობასთან – პორტუგალიური კულტურა მის კოლექციებში სილაღით, ფემინურობითა და ფერადოვნებით არის გამოხატული.
დღესდღეობით Parfois გლობალური ბრენდია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების ტემპს ერგება და თავის კოლექციებში დახვეწილად აერთიანებს სილამაზესა და ფუნქციურობას, ტენდენციურობასა და პირად კომფორტს.
ამიტომაც, თუ საზაფხულო თავგადასავლებისთვის ემზადებით, გირჩევთ, Parfois-ს ესტუმროთ: აქ ერთ სივრცეში შეგხვდებათ ყველაფერი – დახვეწილი დიზაინის სამგზავრო ჩემოდნები, ფერადი და პრაქტიკული კაბები, სანაპიროსთვის განკუთვნილი ჩანთები, აქსესუარები, სხვადასხვა სტილის გრილი და კომფორტული ფეხსაცმელები.
მაღაზიები მდებარეობს თბილისში – თბილისი მოლის და სითი მოლი გლდანის სივრცეებში, ხოლო ბათუმში Parfois-ს გრანდ მოლში აღმოაჩენთ.