Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

მსოფლიო
By fashionadmin
May 27, 2025featuredკანის კინოფესტივალიკინოწითელი ხალიჩა

Mastercard წარმოგიდგენთ: 15 დასამახსოვრებელი კაბა კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

Posts Horizontal

კინო მნიშვნელობასთან ერთად, კანის კინოფესტივალს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოდის კალენდარშიც. კინოფესტივალის წითელი ხალიჩა არა მხოლოდ ლამაზი ქსოვილებისა და სილუეტების წარმოსაჩენი ადგილია, არამედ ის პრესტიჟისა და კულტურული მნიშვნელობის სიმბოლოა. ყოველი წლის მაისში, ორი კვირის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწორედ კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა ექცევა. ეს კულტურული ღონისძიება ერთის მხრივ, განსაზღვრავს თუ რას ნიშნავს კარგი გემოვნება და დახვეწილი სტილი თანამედროვე გაგებით, მეორე მხრივ – ასახავს საზოგადოებრივ ღირებულებებს, შემოქმედებითობას და სთავაზობს სივრცეს ინდივიდებს საინტერესო განაცხადების გასაკეთებლად.

კანის 2025 წლის საერთაშორისო კინოფესტივალი 13-24 მაისს გაიმართა. ტრადიციულად, კინოფესტივალის პარტნიორი და გენერალური სპონსორი გახლდათ Mastercard.

78-წლიანი ისტორიის მანძილზე, კანში, წითელ ხალიჩაზე, არაერთი დასამახსოვრებელი და საკულტო ლუქი ვიხილეთ. მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პოპ-კულტურის დატვირთულ კალენდარში, კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა ინარჩუნებს მოწინავე ადგილს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირებებული. მათ შორის აღნიშვნას იმსახურებს ის, თუ რაოდენ ლამაზად აერთიანებს კინოფესტივალი ტრადიციებს თანამედროვე ტენდენციებთან. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რაც უფრო იზრდება დაჯილდოებებისა თუ ფესტივალების მასშტაბები, აქტუალური ხდება სოციალური ქსელები, ვირუსული კონტენტის შექმნისაკენ მისწრაფება კი, მატულობს, მით უფრო მრავალფეროვანი და ეპატაჟური ხდება წითელი ხალიჩაც. ეს კი, ყოველთვის კარგს არ ნიშნავს.

დღესდღეისობით, ბევრი სხვა ცნობილი კულტურული ღონისძიებისგან განსხვავებით, კანის კინოფესტივალმა შეძლო ის, რომ იქცა გლობალურ პლატფორმად, სადაც მრავალფეროვნება და ეპატაჟი ჰარმონიულად ერწყმის ნიჭს, შემოქმედებითობასა და სილამაზეს. კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა წარმოაჩენს მოდას, დიზაინსა და სოციალურ ტენდენციებს მთელ მსოფლიოში, იმგვარად, რომ ინარჩუნებს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციას. სწორედ ამიტომ, ის საერთაშორისო აუდიტორიაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. წამყვანი მოდის სახლები და დიზაინერები კი, ხშირად, თავიანთ ყველაზე განსაცვიფრებელ მაღალი ხარისხის კოსტიუმებს სწორედ კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩისთვის ქმნიან.

ამ სტატიაში გთავაზობთ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიაში 15 დასამახსოვრებელ კაბას, რომლებიც სამუდამოდ ჩაეწერა, როგორც კინოს, აგრეთვე მოდის ისტორიაში.

სოფი ლორენი 1955 წელს / კაბა: ემილიო შუბერტი

კატრინ დენევი 1966 წელს / კაბა: ივ სენ ლორანი

პრინცესა დაიანა 1987 წელს / კაბა: კეტრინ ვოლკერი

ელიზაბეტ ტეილორი 1987 წელს / კაბა: ნოლან მილეეი

მონიკა ბელუჩი 2002 წელს / კაბა: დოლჩე & გაბანა

ქეით ბლანშეტი 2006 წელს / კაბა: ალექსანდრ მაკქუინი

ანჯელინა ჯოლი 2011 წელს / კაბა: ვერსაჩე

ბლეიკ ლაივლი 2014 წელს / კაბა: გუჩი

ლუპიტა ნიონგო 2015 წელს / კაბა: გუჩი

შარლიზ ტერონი 2015 წელს / კაბა: დიორი

ელ ფენინგი 2015 წელს / კაბა: დიორი

ბელა ჰადიდი 2021 წელს / კაბა: სკიაპარელი

ენ ჰეტევეი 2022 წელს / კაბა: არმანი Privé

ნატალი პორტმანი 2023 წელს / კაბა: დიორი

ჰანტერ შაფერი 2024 წელს / კაბა: არმანი Privé

More in მსოფლიო

მარია გრაცია ქიური Dior -ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს
პიერპაოლო პიჩოლი: Balenciaga-ს ახალი დიზაინერი – რა უნდა იცოდეთ
Mastercard წარმოგიდგენთ: ყველაფერი, რაც კანის 2025 წლის კინოფესტივალის შესახებ უნდა იცოდეთ
2025 წლის Met Gala -ზე რეკორდული – 31 მილიონი დოლარი შეგროვდა
კენდალ ჯენერი, ჰანტერ შაფერი და ტროი სივანი Prada-ს ახალი კამპანიის სახეები არიან
Jean Paul Gaultier-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, Dior-ის ჩვენება იაპონიაში – სიახლეები
Shein და Temu მომხმარებელს ფასების მატებაზე აფრთხილებენ
L’Oréal-ის გაყიდვები გაიზარდა, Valentino-ს საოპერაციო მოგება 22%-ით შემცირდა – სიახლეები
ბერნარ არნომ ჯონათან ანდერსონი Dior-ის კაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად წარადგინა
Mastercard კანის კინოფესტივალზე დასწრების უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ