Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

მსოფლიო
By fashionadmin
Apr 15, 2025კანის კინოფესტივალიკულტურა

Mastercard კანის კინოფესტივალზე დასწრების უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ

Posts Horizontal

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი – Mastercard აქტიურად არის ჩართული კულტურული, საგანმანათლებლო თუ სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერაში. გარდა იმ მხარდაჭერისა, რასაც კომპანია კულტურულ ღონისძიებებსა და მნიშვნელოვან პროექტებს უცხადებს, „მასტერქარდისათვის“ მნიშვნელოვანია დაუვიწყარი წუთებით მომხმარებლებიც დაასაჩუქროს. მომხმარებლებისთვის შეუფასებელი მომენტების შექმნა, ეს კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს კი, სწორედ ასეთი შეთავაზების შესახებ უნდა მოგიყვეთ.

Mastercard, თიბისი კონცეპტთან ერთად, ახალი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობას აძლევს გაემგზავრონ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც ყველასთვის სასურველი, თუმცა რთულად ხელმისაწვდომია. იქნება ეს წითელი ხალიჩა, ფოტოსესია, თუ კინოჩვენებებზე დასწრება, Mastercard ქართველ მომხმარებლებს მართლაც რომ იშვიათ გამოცდილებას სთავაზობს.

მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით, კანის კინოფესტივალი მსოფლიო პოპ-კულტურის მთავარი მოვლენაა. თავისი წითელი ხალიჩით, საპრემიერო ჩვენებებით, პრეს-კონფერენციებით, თუ საკონკურსო სექციით, ის მსოფლიო კულტურულ კალენდარში ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. იმისათვის, რომ თანამედროვე კინოსა და კულტურის ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს და ძალზედ პრესტიჟულ კინოფესტივალზე სტუმართა შორის აღმოჩნდეთ, საჭიროა პირველიდან 31 მარტის ჩათვლით, ახალი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათით ჯამურად ყველაზე მეტი თანხის ტრანზაქცია გქონდეთ განხორციელებული. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბარათის მფლობელი, ახალი კონცეპტ 360 ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის, პირადი ბანკირის ან კონცეპტ ცენტრის *2700 მეშვეობით. კინოფესტივალის საგზური სწორედ იმ სამ მომხმარებელს გადაეცემა, ვინც ახალი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათით ყველაზე მეტი თანხის ტრანზაქცია განახორციელა.

გამარჯვებულების ვინაობა ძალიან მალე გამოვლინდება, მანამდე კი გეტყვით, რომ 2025 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთის უმშვენიერეს ქალაქ კანში, 13 მაისს გაიხსნება და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. წელს, კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში იქნება, ცერემონიის გახსნის და დახურვის წამყვანის ამპლუაში კი, ფრანგ მსახიობ ლორან ლაფიტის ვიხილავთ. ცნობილია ისიც, რომ წელს კინოფესტივალის მთავარი პრემიის, „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი ლეგენდარული რობერტ დე ნირო გახდება.

რაც შეეხება Mastercard -ისა და თიბისი კონცეპტის გათამაშებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამი გამარჯვებული მიიღებს დაუვიწყარ სრულფასოვან გამოცდილებას, კინოფესტივალის საგზური მოიცავს: ორკაციან საგზურს, ავიაბილეთებს, სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას, ლანჩს, სადილს, და რაღა თქმა უნდა – წითელ ხალიჩას, კინოჩვენებებსა და ფოტოსესიას. Mastercard უკვე მრავალი წელია კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორი და გენერალური სპონსორია.

თვალი ადევნეთ ჩვენ ოფიციალურ არხებს, რადგან ძალიან მალე კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს გაგიზიარებთ.

More in მსოფლიო

მარია გრაცია ქიური Dior -ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს
Mastercard წარმოგიდგენთ: 15 დასამახსოვრებელი კაბა კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან
პიერპაოლო პიჩოლი: Balenciaga-ს ახალი დიზაინერი – რა უნდა იცოდეთ
Mastercard წარმოგიდგენთ: ყველაფერი, რაც კანის 2025 წლის კინოფესტივალის შესახებ უნდა იცოდეთ
2025 წლის Met Gala -ზე რეკორდული – 31 მილიონი დოლარი შეგროვდა
კენდალ ჯენერი, ჰანტერ შაფერი და ტროი სივანი Prada-ს ახალი კამპანიის სახეები არიან
Jean Paul Gaultier-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, Dior-ის ჩვენება იაპონიაში – სიახლეები
Shein და Temu მომხმარებელს ფასების მატებაზე აფრთხილებენ
L’Oréal-ის გაყიდვები გაიზარდა, Valentino-ს საოპერაციო მოგება 22%-ით შემცირდა – სიახლეები
ბერნარ არნომ ჯონათან ანდერსონი Dior-ის კაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად წარადგინა