Logo
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
სილამაზემოდასიახლეებიკულტურაქვიზებიპროექტებიLifestyle
Footer Logo
კონტაქტი|მასალის გამოყენების პირობები|ჩვენ შესახებ

© 2025 Fashionholics. All rights reserved.

მსოფლიო
By fashionadmin
Apr 18, 2025

L’Oréal-ის გაყიდვები გაიზარდა, Valentino-ს საოპერაციო მოგება 22%-ით შემცირდა – სიახლეები

Posts Horizontal

2025 წლის პირველ კვარტალში, მოდისა და სილამაზის პროდუქტებზე გაყიდვების შენელების მიუხედავად, კოსმეტიკური გიგანტის,  “ლორეალის” გაყიდვები 3.5%-ით გაიზარდა. კომპანიის გაყიდვები მოსალოდნელზე მაღალი იყო ევროპაში, სადაც განსაკუთრებით კარგი შედეგი სახის კრემებისა და პარფიუმერიის სეგმენტში დაფიქსირდა. ჯამში, ფრანგულ კომპანიას, 2025 წლის პირველ სამ თვეში, 11.7 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა.

 

(c) Hermès

გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა Hermès-შიც, რომელიც 15 აპრილს, ოფიციალურად გახდა მაღალი მოდის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. 2025 წლის პირველ კვარტალში, “ერმესის” გაყიდვები 9%-ით გაიზარდა. ჯამში, იანვარში, თებერვალსა და მარტში, ბრენდის შემოსავალმა 4.1 მილიარდი ევრო შეადგინა. 

(c) Valentino

გაყიდვების შენელება და კრიზისი აისახა Valentino -ს ფინანსურ ანგარიშებში. ახლადგავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს, ბრენდის გაყიდვები 2%-ით, ხოლო საოპერაციო მოგება 22%-ით შემცირდა. 2024 წელი ბრენდისთვის ტრანსფორმაციული იყო, “ვალენტინოს” ახალი შემოქმედებითი დირექტორი – ალესანდრო მიკელე შეუერთდა. 

(c) Louis Vuitton

გაყიდვების კლება დაფიქსირდა მოდის ყველაზე დიდ კონგლომერატში. LVMH-ის 2025 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი 5%-ით შემცირდა. LVMH ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Dior, Fendi, Givenchy და ა.შ. სწორედ კლების შესახებ გავრცელებული სიახლის შემდეგ, კონგლომერატის საბაზრო ღირებულება 7%-ით შემცირდა, რამაც საბოლოოდ, გამოიწვია Hermès-ის ყველაზე ძვირადღირებულ Luxury კომპანიად პოზიციონირება.

More in მსოფლიო

მარია გრაცია ქიური Dior -ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს
Mastercard წარმოგიდგენთ: 15 დასამახსოვრებელი კაბა კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან
პიერპაოლო პიჩოლი: Balenciaga-ს ახალი დიზაინერი – რა უნდა იცოდეთ
Mastercard წარმოგიდგენთ: ყველაფერი, რაც კანის 2025 წლის კინოფესტივალის შესახებ უნდა იცოდეთ
2025 წლის Met Gala -ზე რეკორდული – 31 მილიონი დოლარი შეგროვდა
კენდალ ჯენერი, ჰანტერ შაფერი და ტროი სივანი Prada-ს ახალი კამპანიის სახეები არიან
Jean Paul Gaultier-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, Dior-ის ჩვენება იაპონიაში – სიახლეები
Shein და Temu მომხმარებელს ფასების მატებაზე აფრთხილებენ
ბერნარ არნომ ჯონათან ანდერსონი Dior-ის კაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად წარადგინა
Mastercard კანის კინოფესტივალზე დასწრების უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ